ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო - პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ხვალ 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 337 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭართალი, მუგუდა, სონდა, ბუჩაანი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 15:00 საათამდე 634 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, ორხევი და მიმდებარე ტერიტორიაზე, 15:00-დან 16:00 საათამდე 838 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, ბალებისხევი, ბოკონი და მიმდებარე სოფლებში.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.