გიორგი მიქაძე - შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა, შესაძლებელია გამოყენებული იყოს რძისთვისაც

შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა, შესაძლებელია გამოყენებული იყოს რძისთვისაც, - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 4 ბაგა-ბაღი შემოწმდა, ასევე, შემოწმდა ის კომპანია, საიდანაც რძე იყო წამოღებული და ეტიკეტირების ნაწილში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

„ცხელი ხაზით იყო შემოსული სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული შემთხვევის შესახებ. სააგენტოს მიერ განხორციელდა საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმება. კერძოდ, 4 ბაგა-ბაღი შემოწმდა. ასევე, იმ კომპანიის არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა, საიდანაც ეს რძე იყო წამოღებული. აღნიშნული შეფუთვა განკუთვნილი იყო ღვინის ჩამოსასხმელად, თუმცა ეს სურსათთან დაშვებულია, სურსათთან უშუალო შეხებაშია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება. ჩვენ მიერ შემოწმების შედეგად, შეფუთვის კუთხით დარღვევა არ აღმოჩენილა“, - განაცხადა გიორგი მიქაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული შეფუთვის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ღვინისთვის, ასევე რძისთვის. როგორც მიქაძემ განმარტა, შესაძლოა ღვინის ეტიკეტის გამოყენების მიზეზი ყოფილიყო ის, რომ მწარმოებელს არ ჰქონდა შესაბამისი შეფუთვის მარაგი. „შესაძლოა მწარმოებელს არ ჰქონოდა იმ წუთში იმ შეფუთვის მარაგი, რომელსაც უშუალოდ იყენებს და ჰქონდა სხვა მარაგი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენა“, - განაცხადა მიქაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტო სანქციებს ვერ გამოიყენებს. „ეტიკეტის ნაწილში დარღვევა არ დაფიქსირებულა ჩვენი შემოწმების შედეგად. ჩვენს მიერ ამ შემთხვევაში არანაირი სანქცია არაა გამოყენებული, რადგან აქ არ გვაქვს ის სამართალდარღვევა, რომლის გამოც შესაძლებელია მივიღოთ რაიმე სანქცია. არაგეგმური ინსპექტირების დროს მიცემული მითითებები თუ არ შესრულდება, ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ სანქცია“, - განაცხადა მიქაძემ.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თბილისის რამდენიმე ბაღში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით იყო შეტანილი.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს