თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტებთან საჯარო ბაგა-ბაღების საკითხზე ისაუბრა.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ბაგა-ბაღებში კვებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე.

,,ძალიან ცინიკურია, რომ სწორედ იმ ძალის წარმომადგენელი საუბრობს ბავშვთა საკითხებზე, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც დაიხურა 47 ბაგა-ბაღი და მოიხსნა ასამდე ბაგა-ბაღის დირექტორი ერთ დღეს ერთი ხელის მოწერით. რა გასაკვირია, რომ მისი განცხადება, თითქოს კახი კალაძემ კვების რაციონის კალორაჟი შეცვალა და ახალი სტანდარტი დაადგინა, არის მტკნარი სიცრუე.

2017 წლის ოქტომბერში ახალი ტექნიკური რეგლამენტი იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად და დღეს ბაგა-ბაღებში არის გაუმჯობესებული კვების რაციონი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე მოხდეს პრევენცია სხვადასხვა დაავადებისა და აღსაზრდელებმა მიიღონ დაბალანსებული საკვები. ამას დაბეჯითებით გეუბნებით, რადგან მე თვითონ გახლდით ჩართული ამ პროცესში.

რაც შეეხება იმას, რომ რაციონში თევზი შესაძლოა ბავშვებს არ მოეწონოთ, მაგალითისთვის გეტყვით, რომ ორი ფილა უიაფესი შოკოლადით ჩვენ შეიძლება დღიური კალორაჟი დიდწილად ავინაზღაუროთ, თუმცა ეს არ არის ჯანსაღი კვება. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ადრეული ასაკიდანვე ბავშვები შეეჩვიონ ჯანსაღ რეჟიმს.

ის პლუსები და სიკეთე, რომელიც დღეს არის სკოლამდელი განათლების სისტემაში, უკავშირდება სწორედ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს. წლევანდელი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ბიუჯეტი ორჯერ აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს, ამიტომ თუნდაც რომელიმე ბაღში ერთი ბავშვი არ გამოიკვებოს სათანადოდ კალორიულად და მოხდეს არსებული უზრუნველყოფილი სტანდარტიდან გადახვევა, ჩვენ ამაზე გვექნება უმკაცრესი რეაქცია.

ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი სკოლამდელი განათლების სისტემაში არის მორგებული ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე. კახი კალაძის თბილისის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიგეგმა კიდევ ათი ახალი ბაგა -ბაღის მშენებლობა 2018 წელს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს