ადვოკატი - გიორგი ჭანტურიას სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ნივთიან ნივთიერება სამართალდამცავებმა ვერ აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ჭანტურიას მეორე ადვოკატმა ანი კეკენაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ჭანტურია წინასწარი დაკავებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ უნდა გაათავისუფლონ, ვინაიდან საქმეში მტკიცებულების სახით დევს მხოლოდ ის ცხრა ვაზნა, რომელიც მას არ ეკუთვნის.

გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს. მისი მამის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 9 ვაზნა, რომელიც ადვოკატის მტკიცებით, მამას ეკუთვნოდა და არა გიორგი ჭანტურიას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს