ხათუნა თოთლაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგარეო ოპერაციების სამსახურის დირექტორ კრისტიან მარს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგარეო ოპერაციების სამსახურის დირექტორ კრისტიან მარს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას კრისტიან მარმა საქართველოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის თანამშრომლობის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლო კმაყოფილია ქართულ მხარესთან მუშაობით და მნიშვნელოვანია, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს. ამავე კონტექსტში, კრისტიან მარმა ისაუბრა საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისის სამომავლო საქმიანობის თაობაზე და საქართველოს მიერ აღმოჩენილი ხელშეწყობისთვის მადლიერება გამოხატა.

თავის მხრივ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, რომ საქართველო, როგორც რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფო, განუხრელად ემხრობა რომის სტატუტის პრინციპებსა და მიზნებს, ასევე მხარს დაუჭერს ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდისა და სერიოზული საერთაშორისო დანაშაულების ჩამდენ პირთა დაუსჯელობის აღკვეთისკენ.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში, შესაძლო დანაშაულების გამოძიების დაწყებას, ასევე მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს მის ჩატარებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა