ანდრეი პარუბი - საქართველო გვაფრთხილებდა, რომ შემდეგი შეიძლებოდა უკრაინა ყოფილიყო და ასეც მოხდა

ვიცით, რა საერთო გამოწვევებია ჩვენი ქვეყნების წინაშე - ეს არის რუსეთის აგრესია, - ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარემ, ანდრეი პარუბიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პარუბის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობა, რაც ერთი მხრივ სტაბილურობას, ხოლო მეორე მხრივ საქართველოსა და უკრაინის დასავლურ სტრუქტურებში სრულყოფილ წევრობას უზრუნველყოფს.

„ვიცით, თუ რა საერთო გამოწვევებია ჩვენი ქვეყნების წინაშე - ეს არის რუსეთის აგრესია. კარგად გვახსოვს რა მოხდა 2008 წელს. საქართველო გვაფრთხილებდა, რომ შემდეგი შეიძლებოდა უკრაინა ყოფილიყო და ასეც მოხდა. დღეს ჩვენ ვიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელიც საქართველოს ამ კუთხით გააჩნია და ვაგრძელებთ თანამშრომლობას.

ვიცით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას და ამ კუთხით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას. მარტში, კიშინიოვში პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართება, სადაც, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები. ეს მნიშვნელოვანია შავი ზღვის და ბალტიის ზღვის ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისთვის.

რეგიონული თანამშრომლობა და რეგიონალური ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ვიმედოვნებ, რომ საქართველო და უკრაინა უახლოეს მომავალში დასავლური სტრუქტურების სრულყოფილი წევრები გახდებიან“,- განაცხადა ანდრიი პარუბიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა