გიორგი აბაშიშვილი - მინდა მოვუწოდო მთავარ პროკურორს, დაავალოს საკუთარ პროკურორებს კვალიფიციური გამოძიების უზრუნველყოფა

"მე მინდა მივმართო და მოვუწოდო საქართველოს მთავარ პროკურორს, როგორც პრეზიდენტმა მოუწოდა, დაავალოს საკუთარ პროკურორებს კვალიფიციური გამოძიების უზრუნველყოფა და ამავდროულად მიაქციოს ყურადღება მაშინ, როდესაც ისინი პოლიტიკური პარტიების ლიდერებივით საუბრობენ, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

აბაშიშვილი ასევე გამოეხმაურა დეპუტატ გიორგი ვოლსკის განცხადებას პრეზიდენტის მიერ ნარკორეალიზატორების შეწყალებასთან დაკავშირებით.

"ცალკეულ ქეისებზე საუბარი სამწუხაროდ არის "ქართული ოცნების" შავი პიარი. რაც შეეხება ცალკეულ ქეისებს, ვიცი რა განწყობა ნარკორეალიზატორებთან შეურიგებელ პოლიტიკასთან მიმართებაში, მეეჭვება, რომ მსგავსი ფაქტი იყოს, მე არც ერთი ასეთი ფაქტი არ მახსენდება", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო