ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის, ვაჟა ჩოხელის წინააღმდეგ დღეს, მთავარ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის, ვაჟა ჩოხელის წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებლები მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე მთავარ პროკურატურაში დღეს განცხადებას შეიტანენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მახარე სისაურმა განუცხადა, საქმე ეხება თიანეთი- ჟინვალის გზაზე ავტომობილის დაწვის ფაქტს და თიანეთში არსებულ კორუფციულ გარიგებებს. სისაური დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ დეპუტატისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები აქვს, რაც მათ არაკანონიერ ქმედებებს და ავტომობილის დაწვის საქმეს უკავშირდება.

გასული წლის ოქტომბერში ავტომობილი, რომლითაც თიანეთიდან თბილისის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებლები მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე გადაადგილდებოდნენ, მთლიანად დაიწვა. მახარე სისაურის განცხადებით, უცნობმა პირებმა მათ ავტომანქანას „რაღაც მიასხეს“ და ცეცხლი წაუკიდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა