რექს ტილერსონი - თურქეთისა და სირიის საზღვართან სასაზღვრო უსაფრთხოების ძალების შექმნას არ ვაპირებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეერთებული შტატების თურქეთისა და სირიის საზღვართან შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას აპირებდა. „საკითხი, რომელმაც ანკარა გააღიზიანა, არასწორად წარმოაჩინეს, - განაცხადა ტილერსონმა.

„ვითარება სრულიად არასწორად წარმოაჩინეს და აღწერეს. ზოგმა არასწორადაც ილაპარაკა. ჩვენ არ ვაპირებთ სასაზღვრო უსაფრთხოების ძალების შექმნას“, - განაცხადა რექს ტილერსონმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ვანკუვერში.

როგორც ცნობილია, მას შედეგ, რაც ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ აპირებდა ახალი სასაზღვრო დაცვის ძალების შექმნას, რომელშიც 30 000 წევრი იქნებოდა, ხოლო აქედან 15 000 „სირიის დემოკრატიული ძალებიდან“ დაკომპლექტდებოდა, თურქეთმა განაცხადა, რომ აუცილებლად შეიჭრებოდა სირიაში, აფრინის რეგიონში, თუკი აშშ ამ განზრახვაზე ხელს არ აიღებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო