NDI - რესპონდენტთა 31 %-სთვის მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას, 10 %-სთვის კი ”ნაციონალური მოძრაობა”

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას. კითხვაზე, რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:

”ქართული ოცნება”– 31%, არც ერთი პარტია - 30%, უარი პასუხზე - 12%, ”ნაციონალური მოძრაობა”- 10%, არ ვიცი - 5%, ”ევროპული საქართველო”- 4%, ”პატრიოტთა ალიანსი”- 3%, სხვა - 1%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა