NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტში 50% ქალი და 50% კაცი დეპუტატი უნდა იყოს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილების შემთხვევაში 50% ქალი და 50% კაცი უნდა იყოს.

კითხვაზე, თქვენი აზრით, როგორი იქნებოდა ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება პარლამენტში, გამოკითხულთა 6% მიიჩნევს, რომ 10% ქალი და 90% კაცი - საკანონმდებლო ორგანოში მათი საუკეთესო გადანაწილებაა; 37%-ის აზრით, 30% ქალი და 70% კაცი; უნდა იყო, გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ საუკეთესო განაწილება 50% ქალი და 50% კაცია; გამოკითხულთა 3%-ის აზრით, ეს მაჩვენებელი შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს - 30% კაცი და 70% ქალი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო