NDI - გამოკითხულთა 86% ადამიანისგან კარიერული წინსვლის სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის ქმედებების მოთხოვნას სექსუალურ შევიწროებად აფასებს

NDI-ის გამოკითხულთა 86% ადამიანისგან კარიერული წინსვლის სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის ქმედებების მოთხოვნას სექსუალურ შევიწროებად აფასებს. გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ ეს სექსუალური შევიწროება არ არის, ხოლო 6% პასუხობს - არ ვიცი.

გამოკითხულთა 84% ასევე სექსუალურ შევიწროებად აფასებს სექსუალური შინაარსის კომენტარებით და სხვა ქცევებით სამსახურში არაკომფორტული/უხერხული გარემოს შექმნას. 9% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს არის სექსუალური შევიწროება, ხოლო 5%-ის პასუხი ამ კითხვაზე არის, რომ არ იცის.

გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე სექსუალურ შევიწროებად აფასებს შემდეგ გარემოებებს: არასასურველი სექსუალური ხასიათის შეთავაზება (83%), საზოგადოებრივ სივრცეში, როგორიცაა ავტობუსი, ქუჩა და ა.შ. უცხო ადამიანზე განზრახ შეხება(85%) და სექსუალური ხასიათის კომენტარის მიძახება ქუჩაში(67%).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა