NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა დღეს ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა დღეს საქართველოში ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს.

კითხვაზე, ამჟამად წარმოადგენს თუ არა ოჯახში ძალადობა პრობლემას ქალებისთვის საქართველოში, გამოკითხულთა 81% აცხადებს, რომ დიახ, 16% მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა არ არის და 4% ამბობს, რომ არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ ადრეული ქორწინება წარმოადგენს ამჟამად პრობლემას ქალებისთვის საქართველოში, 24%-ის აზრით, ეს პრობლემა არ არის, ხოლო 4%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 56%-ის აზრით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ქალებზე არასასურველი სექსუალური ხასიათის ზეწოლა ხორციელდება, 26%-ის აზრით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, 18%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

გამოკითხულთა 53%-ის აზრით, საბავშვო ბაღების ნაკლებობა დღეს ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს, 38% მიიჩნევს, რომ ეს არ არის პრობლემა, ხოლო 9%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა