თინა ბოკუჩავა - NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალაა

NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი შორდება „ქართულ ოცნებას“.

„კვლევა, რომელიც NDI-მ გამოაქვეყნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალაა. კვლევა ასევე აჩვენებს იმას, რომ დღითიდღე მეტი ადამიანი შორდება „ქართულ ოცნებას“, რადგან ამ ძალას არ შეუძლია მოაგვაროს ყოველდღიური პრობლემები. ისინი ვერ დაძლევენ უმუშევრობას, ეკონომიკურ პრობლემებს, ინფლაციას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ყველაფერს გააკეთებს, რომ მჭიდროდ იმუშაოს ხალხთან. ჩვენ ერთადერთი პროფესიონალების გუნდი ვართ, რომელმაც ერთხელ უკვე აჩვენა, რომ შეგვიძლია ქვეყნის სწორ გზაზე დაყენება, ჩვენი ქვეყნის განვითარების და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა. ასე რომ, მე იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოგვიერთდება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წავიყვანოთ წინ ჩვენი ქვეყანა და გადავჭრათ ის პრობლემები, რაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აწუხებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა