ელენე ხოშტარია - NDI-ის კვლევიდან კარგად ჩანს, თუ რა უნდა იყოს სახელმძღვანელო ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის

NDI-ის კვლევიდან კარგად ჩანს, თუ რა უნდა იყოს სახელმძღვანელო ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, - ასე აფასებს ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია დღეს ”ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს.

მისივე თქმით, კვლევიდან ჩანს, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა არსებული ხელისუფლებით.

”ძალიან დაბალია ქვეყნის განვითარების ტემპი. ელექტორატი კრიტიკულია კონკრეტული გადაწყვეტილებების შეფასებაში, როგორც არის მაგალითად ხელისუფლების გადაწყვეტილება თაბორის მთასთან დაკავშირებით. მნიშნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებებიც. კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოებაში, ზოგადად, უიმედობა და ნიჰილიზმია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება უკვე მეექვსე წელია უყურებს განწყობებს და არ ცდილობს და არ აპირებს პრობლემების გამოსწორებას. ოპოზიციამ ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და იმედის, პერსპექტივის განცდა დავუბრუნოთ საზოგადოებას. ”ევროპულ საქართველოს” ესმის, რომ არის კარგი სასტარტო პოზიცია, მაგრამ არასაკმარისი ქვეყანაში ცვლილებების განსახორციელებლად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი კი არ გავიშვიროთ ვინმესკენ, რასაც უკვე წლებია აკეთებს ”ქართული ოცნება”, არამედ დავკავდეთ რეალური საქმით და ხალხს გავუჩინოთ ცვლილებების და უკეთესი ცხოვრების პერსპექტივა”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს