ირაკლი კობახიძე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიაორგანიზაციების მიმართვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციების გაგრძელებისთვის, რაც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენ მზად ვართ ასევე შეხვედრისთვის და სავარაუდოდ, ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ დავგეგმავთ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა კობახიძემ.

მედიაორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები გაიზიარონ და არ დაძლიონ ვეტო. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველ უმრავლესობასთან შეხვედრასაც ითხოვენ. მათ სახელზე მომზადებულ სპეციალურ განცხადებას ამ ეტაპზე 52 მედიაორგანიზაცია აწერს ხელს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა