ჩითახევჰესის აგრეგატის რეაბილიტაციაზე სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ 2 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ ჩითახევჰესზე მე-3 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია წარმატებით დაასრულა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” „ენერგო-პრო ჯორჯიადან” აცნობეს, აღნიშნული პროექტის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰესის მუშაობის მდგრადობა. 7 მეგავატიანი აგრეგატის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია ჩითახევში დაიწყო 2015 წლის 1 დეკემბერს და დასრულდება 2018 წლის იანვარში. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზნით, კომპანიამ განახორციელა 2 000 000 ევროზე მეტი ინვესტიცია.

კომპანიის ინფორმაციით, ჩითახევჰესზე სამუშაოების შედეგად, განხორციელდა მესამე ჰიდროაგრეგატის მთლიანი რეკონსტრუქცია, დამონტაჟდა ახალი შეზეთვისა და გაციების სისტემები, სიჩქარის რეგულატორი და ახალი გენერატორი. მოდერნიზაციის შედეგად, დამონტაჟდა თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა (SCADA) და თანამედროვე ციფრული სარელეო დაცვები.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ განაგრძობს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას კომპანიის სხვა ჰიდროელექტროსადგურებზეც, რის შედეგადაც უმჯობესდება სადგურების ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის გამომუშავების მდგრადობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს