თურქეთის იუსტიციის მინისტრი- შეიარაღება, რომელიც აშშ-მა სირია-თურქეთის საზღვარზე გააგზავნა, უკან უნდა დაბრუნდეს

თურქეთი აშშ-სგან სირია-თურქეთის საზღვარზე ყველა შეიარაღების უკან დაბრუნებას მოითხოვს. ამის შესახებ ტელეარხ NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამით გიულმა განაცხადა.

„თურქეთი არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს უმოქმედობას თუ მის საზღვრებთან შეიარაღებული ფორმირების შექმნის საფრთხე წარმოიქმნება. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. შეიარაღება, რომელიც აშშ-მ სირია-თურქეთის საზღვარზე გააგზავნა, უკან უნდა დაბრუნდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ სირია-თურქეთის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ძალებს არ ქმნის.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. სამხედრო კოალიცია, რომელსაც სათავეში აშშ უდგას, აპირებს ახალი სასაზღვრო დაცვის ძალების შექმნას, რომელშიც 30 000 წევრი იქნება. აქედან 15 000 „სირიის დემოკრატიული ძალებიდან“ დაკომპლექტდება.

„სირიის სასაზღვრო დაცვის ძალების“ დანაყოფებს მდინარე ევფრატის მიმდებარედ, ასევე, თურქეთისა და ერაყის საზღვრის გასწვრივ განალაგებენ, რომელთა ამოცანა „ისლამური სახელმწიფოსთვის“ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და უკანონო ტვირთების გადატანაში ხელის შეშლა იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა