ნინო ლომჯარია NDI-ის კვლევაზე - საზოგადოება მზადაა, რომ პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა სექსუალური შევიწროების რეგულირების თვალსაზრისით

მიმაჩნია, რომ საზოგადოებაც და არსებული სიტუაციაც საკმარისად მომწიფებულია იმისთვის, რომ პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა სექსუალური შევიწროების რეგულირების თვალსაზრისით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ NDI-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხში სახალხო დამცველის აპარატი მზადაა დახმარება გაუწიოს როგორც პარლამენტს, ასევე სხვა საჯარო უწყებებს.

„სახალხო დამცველის აპარატი მუდმივად აქტიური იყო აღნიშნული თემის წინ წამოწევის პროცესში. ჩვენ ვთვლით, რომ სექსუალური შევიწროება ნამდვილად არის პრობლემური საკითხი, განსაკუთრებით სამუშაო ურთიერთობების დროს. გვქონდა სასამართლო გადაწყვეტილების პირველი პრეცედენტიც. კვლევაც ცხადყოფს და მიმაჩნია, რომ საზოგადოებაც და არსებული სიტუაციაც საკმარისად მომწიფებულია იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა სექსუალური შევიწროების რეგულირების თვალსაზრისით. სახალხო დამცველს აპარატში უკვე აქვს მიღებული შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტი სექსუალური შევიწროების რეგულირების თვალსაზრისით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს, ასევე სხვა საჯარო უწყებებს შესაბამისი რეგულაციების მიღებაში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 77% პარლამენტის მიერ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული კანონის მიღებას მხარს დაუჭერდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა