სერგო რატიანი NDI-ის კვლევაზე - ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ფონზე ცხადია, რომ გარკვეული ნიჰილიზმია პოლიტიკური პროცესების მიმართ

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ფონზე ცხადია, რომ არის გარკვეული ნიჰილიზმი პოლიტიკური პროცესების მიმართ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

რატიანის თქმით, NDI-ის კვლევით ერთმნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა არის უკმაყოფილო და აქვს საკმაოდ ბევრი პრეტენზია.

“გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაღალია იმ ადამიანის პროცენტი, რომლებიც წუხან სიღარიბეზე, უმუშევრობაზე. პრობლემათა სამეულიდან ამოვარდნილია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რაც იმას ნიშნავს, რომ პირადი და ეკონომიკის პრობლების უკან გადაიწია საერთო ეროვნულმა პრობლემამ. ამ ფონზე ცხადია, რომ არის გარკვეული ნიჰილიზმი პოლიტიკური პროცესების მიმართ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს