საქართველოს ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა დავით ჯალაღანიამ, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, ალან ბერსეს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს. შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა ქვეყანებს შორის არსებული ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გაესვა სექტორული თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, მათ შორის ეკონომიკის, დუალური განათლების, კულტურისა და სამთო ტურიზმის სფეროებში.

საქართველოს ელჩმა შვეიცარიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისა და რუსეთთან მედიაციის როლის შესრულებისათვის.

ალან ბერსემ დავით ჯალაღანიას კონფედერაციაში მოღვაწეობისას მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს