დავით სერგეენკო - შეგვეძლო შეგვეჩერებინა იმ ვაქცინის გამოყენება, სანამ ახალი არ შემოვიდოდა, თუმცა ეს ფატალურ შედეგამდე მივიდოდა

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განმარტებით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემის მოგვარების ორი გზა ჰქონდა, რომელთაგან ერთ-ერთი დიდი ალბათობით ცოფით გარდაცვალების შემთხვევებს გამოიწვევდა.

როგორც მინისტრმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უწყებას შეეძლო შეეჩერებინა იმ ვაქცინის გამოყენება, სანამ ახალი არ შემოვიდოდა, თუმცა ეს ფატალურ შედეგამდე მივიდოდა. მისივე თქმით, იმ პერიოდში გაკეთებულ ვაქცინაციას არავითარი გართულებები არ მოჰყოლია.

„შარშან, 11 თებერვალს, როგორც კი მოგვივიდა ეს შეტყობინება, ჩვენი მოქმედების ალგორითმი იყო ასეთი, რომ ან საერთოდ უნდა შეგვეწყვიტა ცოფის ვაქცინაცია, სანამ ახალს არ შემოვიტანდით, ამას დასჭირდებოდა დაახლოებით თვენახევარი და ამ პერიოდის განმავლობაში, უბრალოდ ცოფით გარდაიცვლებოდა რამდენიმე ადამიანი ან გაგვეგრძელებინა არსებული ვაქცინაცია, ან გვეზრუნა ჩანაცვლებაზე. ჩვენ ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე, რასაც დასჭირდა 5 კვირა და 20 მარტიდან ვაქცინაციას ახალი ვაქცინით ვაგრძელებთ. თუმცა, იმ პერიოდში და მანამდელ პერიოდშიც, არც ერთი გართულება ამ ვაქცინას არ ჰქონია და უფრო მეტიც - ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლო 3 წელი არც ერთი ადამიანი, არ გარდაცვლილა ცოფით და სწორედ ამ ვაქცინაციის და იმუნიზაციის პროგრამის დამსახურებით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ და აქვე დასძინა, რომ მანამდე ცოფით სიკვდილიანობის მაჩვენებელი წელიწადში საშუალოდ 5-6 ადამიანი იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა