კარლეს პუჩდემონი - კატალონიის მთავრობის თავმჯდომარედ მუშაობას ბრიუსელიდანაც შევძლებ

კატალონიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ ავტონომიის ხელმძღვანელობას ბრიუსელიდანაც შეძლებს, ვინაიდან „ახალი ტექნოლოგიები ასეთ შესაძლებლობას იძლევა“.

„დღეს მსხვილი პროექტები ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით იმართება. ასეთი პირობები არ მომწონს, მაგრამ სჯობს უხელმძღვანელო მთავრობას ბრიუსელიდან, ვიდრე ციხიდან. პარლამენტის რეგლამენტში ამას არაფერი არ ეწინააღმდეგება. ციხიდან მე ვერაფერს გავაკეთებ, აქ კი მუშაობა და ინსტიტუტების ღირსების დაცვა შემიძლია“, - განაცხადა პუჩდემონმა Catalunya Radio-სთან ინტერვიუში.

პუჩდემონის აზრით, მას, როგორც დეპუტატს, აქვს უფლება გახდეს მთავრობის თავმჯდომარე.

„მე მართლმსაჯულებას არ ვემალები. ბელგიაში ჩემი ნებით ჩამოვედი და როდესაც ჩემი დაკავების ორდერი გაიცა, მე შესაბამის ორგანოებში გამოვცხადდი, მაგრამ შემდეგ ესპანეთის მთავრობამ ორდერი უკან გაიწვია“, - აღნიშნა კარლეს პუჩდემონმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა