ქუთაისში ოთხი ა(ა)იპი გაუქმდა

ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, კომპლექსი „ოქროს ჩარდახი“ და „ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი“, რომლებიც ა(ა)იპის სტატუსით ფუნქციონირებდნენ, გაუქმდა. ასევე გაუქმდა სპორტის სასახლისა და ტაეკვანდოს სპორტული კლუბის ა(ა)იპები.

„ოქროს ჩარდახი“ ტურიზმის ცენტრს შეუერთდა. ერთ ა(ა)იპად ჩამოყალიბდება "ქუთაისის სპორტისა სასახლის", "ტაეკვანდოს სპორტული კლუბისა" და "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ა(ა)იპები. "ქუთაისის ბოტანიკური ბაღი" კი "კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას" დაუქვემდებარეს.

ქუთაისის ვიცე-მერის, იუზა უგულავას თქმით, ძირითადად ის ორგანიზაციები გაერთიანდა, რომელთა დამოუკიდებლად არსებობა მიზანშეწონილი არ იყო. "ეს რეალურად არის ორკაციანი ა(ა)იპები და არ მიმაჩნია სწორად, რომ მათ ჰქონდეთ თავიანთი ცალკე ადმინისტრაცია. გაერთიანების მიუხედავად, მათი იდეა დარჩება, მაგრამ მმართველობის თანხები შემცირდება",-განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ იუზა უგულავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს