გიორგი ჭანტურიას მამა - სამსონ ქუთათელაძეს მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი და ვერანაიარად ვაკავშირებ ჩემი შვილის დაკავებას ქუთათელაძის მკვლელობასთან

სამსონ ქუთათელაძეს მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი და ვერანაიარად ვაკავშირებ ჩემი შვილის დაკავებას სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან, - ამის შესახებ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა და შემდეგ გათავისუფლებულმა გიორგი ჭანტურიას მამამ, ზურაბ ჭანტურიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მან რუსთავში ბაზარი 2010 წელს ხუთ პირთან ერთად დაარსა.

„ამის შემდეგ ჩემთვის წილების ჩამორთმევა მოხდა. 2012 წლის შემდეგ საქმე პროკურატურაში შევიტანე. რაც შეეხება ქუთათელაძეს, მე მას მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი და ვერანაიარად ვაკავშირებ ჩემი შვილის დაკავებას სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან. ასევე მიჭირს დაკავშირება ჩემი შვილის დაკავებასა და რუსთავის მერიიდან ჩემს გამოშვებას შორის“, - განაცხადა ზურაბ ჭანტურიამ.

მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 28 დეკემბერს რუსთავის მერიაში დაიბარეს და უთხრეს, რომ სამსახური უნდა დაეტოვებინა როგორც მას, ასევე მის შვილს. ზურაბ ჭანტურია ყვება, რომ მიზეზი რუსთავის მერს არ დაუსახელებია, თუმცა განუმარტა, რომ „ეს პარტიის ზედა ფენებში გადაწყდა“. ზურაბ ჭანტურია აცხადებს, რომ ის 2011 წლიდან „ქართული ოცნების“ წევრია და მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს უახლოეს მომავალში პარტიაში აუცილებლად გაარკვევს.

შეგახსენებთ, რომ გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა გიორგი ჭანტურიამ წუხელ, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო