„საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში „საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები თეატრში იმყოფებოდნენ

გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით, „საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები თეატრში იმყოფებოდნენ, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს „მართლა“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და ბენეფიციარებისთვის სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ადმინისტრაციამ უსასყიდლოდ გამოყო.

პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში მსგავსი კულტურული ღონისძიებები ხშირად იმართება, მისი მიზანი კი არის საქართველოს პროკურატურის ჩართულობა ბენეფიციართა საზოგადოებრივ ინტეგრაციაში და მათთვის კულტურისა და შემეცნებითი ინფორმაციის მიწოდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა