იტალიაში გრიპის ვირუსი მძვინვარებს

იტალიაში გრიპის ეპიდემიაა. ბოლო კვირების განმავლობაში გრიპით 4 მილიონამდე იტალიელი დაავადდა, რაც 2004 წლის შემდეგ ყველაზედიდი მაჩვენებელია. ამის შესახებ The Local იუწყება.

ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, 8-დან 14 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გრიპით დაავადებული 832 ათასი პაციენტი დარეგისტრირდა. „წელს გრიპის ვირუსის გავრცელება ძალიან ინტენსიურად ხდება, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს 2009-2010 წლის პანდემიის დროს იყო“, - განაცხადეს ჯანდაცვის ინსტიტუტში.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი რისკის მატარებლები ბავშვები არიან. დაავადების 140 ათასი შემთხვევა სერიოზული იყო. უწყების ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, იტალიაში გრიპმა პიკს მიაღწია და ახლა იმედი აქვთ, რომ დაავადებულთა რაოდენობა დაიკლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა