აშშ-ს სენატმა დროებითი სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა

დღეს აშშ-ს სენატმა დროებითი სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მიუხედავად იმისა, რომ კონგრესი და თეთრი სახლი ერთი - რესპუბლიკური პარტიის მიერ იმართება, სახელმწიფომ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა. ეს მოვლენა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წლისთავს დაემთხვა.

„დღეს დემოკრატებმა პოლიტიკა წინ დააყენეს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, სამხედრო პირების ოჯახების, მიუსაფარი ბავშვების ინტერესებსა და სახელმწიფოს შესაძლებლობაზე, ემსახუროს ყველა ამერიკელს. ჩვენ არ დავიწყებთ მოლაპარაკებებს უკანონოდ შემოსულ იმიგრანტების საკითხზე, მაშინ როცა დემოკრატები თავიანთი უგუნური მოთხოვნების ტყვეობაში ამყოფებენ მოქალაქეებს. ეს არის არა კანონმდებლების, არამედ დამარცხებული ობსტრუქციონისტების საქციელი“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.

ცნობილი არ არის, თუ როდის იქნება შესაძლებელი სახელმწიფო სექტორისთვის დაფინანსების აღდგენა. ბოლო ასეთი შემთხვევა 2013 წელს დაფიქსირდა და 16 დღე გაგრძელდა. თუკი ორშაბათამდე ვითარება არ გამოსწორდება და რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მაშინ სახელმწიფო სექტორში მომუშავე ათასობით ადამიანი აუნაზღაურებელ შვებულებაში გავა.

დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის დავის საგანს საიმიგრაციო პოლიტიკა წარმოადგენს. სენატში კენჭისყრისას ვერ შეთანხმდნენ, რომ დროებითი დაფინანსება 16 თებერვლამდე გაეგრძელებინდათ. დემოკრატებს სურთ, რომ დროებით ბიუჯეტში საიმიგრაციო ზომებიც გაითვალისწინონ, მაშინ როცა რესპუბლიკელებს საწინააღმდეგო პოზიცია აქვთ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს