მოსამართლე მაია კვირიკაშვილი - თუ ვინმეს აქვს კითხვები ჩემს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ჩემი კარიერის შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და ყველას შეუძლია ნახოს

საქალაქო სასამართლოს ახლად არჩეული მოსამართლის, მაია კვირიკაშვილის თქმით, ეჭვი იმის შესახებ, რომ მის არჩევაში მისივე მეუღლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე რაიმე ფორმით მონაწილეობდა, საფუძველს მოკლებულია.

როგორც კვირიკაშვილმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, მისი საქმიანობის და წარსულის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ვისაც კითხვები აქვს, შეუძლია ნახოს.

"როდესაც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩავაბარე, მაშინ გიორგი მოქაუტაძე არ იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. როგორც ყველა კონკურსანტმა, მეც გავიარე ყველა ეტაპი, მათ შორის გასაუბრება, ჩავაბარე გამოცდები. ჩემს მეუღლეს არ მიუღია მონაწილეობა ჩემთან დაკავშირებით პროცედურებში. თუ ვინმეს აქვს კითხვები ჩემს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ჩემი კარიერის შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და ყველას შეუძლია ნახოს. ჩემი მეუღლის თანამდებობამ და ამ უხერხულობამ არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ მე, როგორც დამოუკიდებელმა ადამიანმა, რომელსაც აქვს იურისტის 10 - წლიანი გამოცდილება, ჩემს კარიერულ წინსვლაზე ვთქვა უარი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი განმარტებით, უფლება ჰქონდა გასაუბრება დახურულ ფორმატში ჩაეტარებინა და მან ეს უფლება გამოიყენა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო