მოსამართლე ”ბასიანის” საქმეზე - ბრალდებული აღიარებდა დანაშაულს, ინანიებდა, არ იყო ნასამართლევი - საზოგადოების განწყობა და სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს

კლუბ "ბასიანთან" მომხდარი ინციდენტის საქმის მოსამართლე პირველ ინსტანციაში, ბადრი შონია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება გირაოს შეფარდების შესახებ სრულიად დამოუკიდებლად მიიღო.

"მე შევაფასე, რომ ეს ადამიანი(თამაზ ქვლივიძე) აღიარებდა დანაშაულს, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი. საზოგადოების განწყობა და სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. მე ვერ გეტყვით რა იგულისხმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, თუმცა მას ჰქონდა უფლება არ დათანხმებოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. უფრო მძიმე მუხლებზეც გამომიყენებია გირაო, მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი რიგითი საქმე იყო ჩემს პრაქტიკაში", - განაცხადა შონიამ.

ამასთან, მისივე თქმით, ”ბირჟა მაფიას” საქმის შემთხვევაში საქმე ეხებოდა განსაკუთრებით მძიმე მუხლს.

მოსამართლე შონია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას ოდესმე რომელიმე პოლიტიკურ პირთან რაიმე კომუნიკაცია ჰქონოდა.

ბადრი შონიას განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას საქმეში არ იყო ფოტო, რომელიც დაცვის უფროსის დაზიანებას ასახავდა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული სურათი იქნებოდა საქმეში, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, მოსამართლემ უპასუხა, რომ ”ახლა ეს არ იცის”.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო: ”"უფრო მძიმე მუხლებზეც გამომიყენებია გირაო, "ბირჟა მაფიას" საქმე კი უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებდა" - "ბასიანის" საქმის მოსამართლე”

https://palitranews.ge/video/ufro-mdzime-mukhlebzets-gamomiqenebia-girao-birzha-mafias-sakme-ki-uvado-tavisuflebis-aghkvetasats-itvalistsinebada-basianis-sakmis-mosamartle

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო