გიორგი ჭანტურიას მეუღლე - გამომძიებელმა მკითხა, იცნობდა თუ არა სამსონ ქუთათელაძეს ჩემი მეუღლე და რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან

გიორგი ჭანტურიას მეუღლის, ანი ხურციას განცხადებით, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში გამოკითხვის დროს გამომძიებელმა მას ძირითადად სტანდარტული კითხვები დაუსვა.

”გამომძიებელმა მკითხა, იცნობდა თუ არა ჩემი მეუღლე სამსონ ქუთათელაძეს და ბოლოს როდის შეხვდა მას და რა ურთიერთობა ჰქონდა ჩემს  მეუღლეს ქუთათელაძესთან”, - განაცხადა ანი ხურციამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნა ამოღებული დღეს მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ანი ხურციამ განაცხადა, ის ამ საკითხზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი მოაწერინეს.

ამ დროისთვის გამოკითვაზე იმყოფებიან გიორგი ჭანტურია და მისი და მარიამ ჭანტურია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი (სამსონ)სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა