7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, გიორგი ჭანტურიამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველო დატოვა

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში გიორგი ჭანტურიას 7-საათიანი გამოკითხვა დასრულდა. სამხარეო პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ ჭანტურიამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

„გამოძიებას დამატებითი კითხვები ჰქონდა, რომელსაც ვუპასუხე“, - განაცხადა ჭანტურიამ.

დღეს გიორგი ჭანტურიას და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლებში რუსთავსა და თბილისში განმეორებითი ჩხრეკა ჩატარდა. ამის შემდეგ კი, გიორგი ჭანტურია, მისი მეუღლე და და- მარიამ ჭანტურია გამოკითხვაზე დაიბარეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი (სამსონ)სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა