ლევან კობიაშვილი - ასეთი მასშტაბური ობიექტი და სტადიონი ვერ ვიხსენებ, როდის აშენედა

ეს არის ისტორიული დღე, რომელზეც თითოეული ბათუმელი ოცნებობდა, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

მისი თქმით, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა სპორტსმენებისთვისა და გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია, სადაც არაერთი საფეხბურთო გუნდი ითამაშებს.

"მე ნამდვილად მეამაყებოდა და დღემდე მახსოვს ის ბოლო თამაში, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში ითამაშა. მე მოედანზე ვიყავი და ის ემოცა ნადვილად მნიშვნელოვანი იყო. ამ სტადიონის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბათუმის დინამო ითამაშებს, რა საკვირველია, ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს. ბათუმისთვის მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ასეთი მასშტაბური ობიექტი და სტადიონი ვერ გავიხსენებ როდის აშენედა. ეს არის ისტორიული დღე, რომელზეც თითოეული ბათუმელი ოცნებობდა",- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა