სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები დროებით შეწყდა

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რუსთავში, მდინარე მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები დროებით შეწყდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მაშველები, აკვალანგისტები და სამართალდამცველები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სამძებრო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

„ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სამძებრო სამუშაოები სამსონ ქუთათელაძის საქმის ფარგლებში ტარდება, თუმცა, უწყებაში არ დააკონკრეტეს, რას ეძებენ სამართალდამცველები მდინარეში.

წინასწარი ინფორმაციით, მდინარეში საძიებო სამუშაოები ხილვადობის გაუარესებისა და დაბალი ტემპერატურის გამო შეწყდა და ხვალიდან ისევ განახლდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა