ლიფტის შახტაში ჩავარდნილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში ლიფტის შახტაში დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკა "მედინაში" განუცხადეს, ქალბატონი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ხერხემლისა და გულმკერდის მალების კომპრესიული მოტეხილობა აღენიშნება.

"პაციენტს ზურგის ტვინის, ნეკნების ორმხრივი - მრავლობითი დაზიანება აქვს, ასევე, პნევმოთორაქსი აღენიშნება",- აცხადებენ კლინიკა "მედინაში".

ბათუმში, ლიფტის შახტაში 40-წლამდე ასაკის ქალბატონი ჩავარდა. შემთხვევა საზღვაო ჰოსპიტალში მოხდა. დაშავებული კლინიკა "მედინაშია" გადაყვანილი.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს