ადვოკატი - გიორგი ჭანტურიამ მითხრა, რომ დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას შს მინისტრის პირველი მოადგილე ახდენდა

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დროებით დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გენინსპექციას მიმართავს.

როგორც ალექსანდრე კობაიძემ ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, 16 იანვარს, როდესაც გიორგი ჭანტურია დააკავეს, ადვოკატის მისვლამდე, დაკითხვის დროს, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, მასზე შსს-ს მაღალჩინოსანმა ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.

”პირველი დაკითხვის დროს, მანამდე, სანამ მე შევიდოდი საგამოძიებო უწყებაში, როგორც გიორგიმ მითხრა, ვინმე კახა ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. როგორც გიორგიმ განმიცხადა, ეს იყო მინისტრის პირველი მოადგილე. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გენინსპექციას აუცილებლად მივმართავთ, მაგრამ დღეს თუ ხვალ, ეს ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 16 იანვარს ე.წ. სტამბოლის ბაზრის ყოფილი მეწილის შვილი, გიორგი ჭანტურია დააკავეს და 40 საათში ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. გიორგი ჭანტურია გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო უწყებაში 20 იანვარსაც დაიბარეს. ჭანტურიამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობა შვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა