პროფკავშირების ინფორმაციით, ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა, დაშავებულია სამი მუშა

„რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ ცნობით, ამ წუთებში ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირიდან“ აცნობეს, ადგილობრივი დასაქმებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მძიმედაა დაშავებული სამი მუშა.

მათივე ინფორმაციით, მუშები რამდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა