დონალდ ტრამპი - საამაყოა იმის ყურება, როგორი მონდომებით იბრძვიან რესპუბლიკელები შეიარაღებული ძალებისა და საზღვრების უსაფრთხოებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დროებითი სამთავრობო დაფინანსების ჩაშლას გამოეხმაურა.

„საამაყოა იმის ყურება, თუ როგორი მონდომებით იბრძვიან რესპუბლიკელები ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და საზღვრების უსაფრთხოებისთვის. დემოკრატებს სურთ არალეგალი მიგრანტები ჩვენს ქვეყანაში შეუმოწმებლად შემოდიოდნენ. თუ გამოუვალი მდგომარეობა გაგრძელდება, რესპუბლიკელებმა უკიდურეს ზომას უნდა მიმართონ და ხმათა უბრალო უმრავლესობით ნამდვილ, გრძელვადიან ბიუჯეტს უყარონ კენჭი“, - წერს დონალდ ტრამპი.

კვირას აშშ-ს რესპუბლიკურმა პარტიამ ვერ შეძლო სენატში კენჭისყრისას დემოკრატებთან თანხმობისთვის მიეღწია და დროებითი სამთავრობო დაფინანსება 8 თებერვლამდე გაეგრძელებინა.

სენატის კიდევ ერთი კენჭისყრა დღეს უნდა შედგეს. განსახილველი საკითხები იქნება სამთავრობო დაფინანსების გაგრძელება 8 თებერვლამდე და მთავრობის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება. სამთავრობო დაფინანსება უკვე მესამე დღეა შეჩერებულია.

შაბათს აშშ-ს სენატმა დროებითი სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა. დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის დავის საგანს საიმიგრაციო პოლიტიკა წარმოადგენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს