კანონპროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც საზღვარზე გარკვეული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებდა

ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია ის მუხლი, რომელიც პირადი მოხმარებისთვის, განსაზღვრული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების საზღვარზე შემოტანის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა.

შესაბამისად, მისი თქმით, საზღვარზე ნებისმიერი ოდენობის აკრძალული ნარკოტიკული საშუალების შემოტანის შემთხვევაში დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც კი, პირს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დეპუტატის განმარტებით, ეს ცვლილება კანონპროექტში სამართალდამცავი სტრუქტურების რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული.

"ჩვენ ჯერ კიდევ სამი თვის წინ შევთანხმდით სამართალდამცავ უწყებებთან, რომ ეს შესაძლოა, ყოფილიყო რისკის შემცველი. პირადი მოხმარებისთვის ადამიანს თუ უდევს ჯიბეში ნახევარი აბი აკრძალული პრეპარატი, დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში მასზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. ჩვენ კანონპროექტით შემოთავაზებული გვქონდა, რომ ასევე პირადი მოხმარებისთვის განსაზღვრული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების საზღვარზე შემოტანის შემთხვევაში არ მომხდარიყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა ამაზე სამართალდამცავმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ შეიძლება წახალისდეს ნარკოტიკის ქვეყანაში შემოტანა. დავეთანხმეთ და შემოტანის შემთხვევაში გავრცელდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა",- განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, ნარკომანიის ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მოხდა შეთანხმება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს დასკვნას, თუ რა დაჯდება და რა ვადაშია შესაძლებელი სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა.

"ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს თავის ხედვას, თუ რა ვადები და თანხები დასჭირდება იმისთვის, რომ პრევენციის სისტემა სრულად იყოს მზად, როდესაც მოხდება დეკრიმინალიზაცია. ჩვენი გათვლებით, ამას დასჭირდება 3.5 მილიონი ლარი და ერთი წელი. წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტრო დასკვნას, თუ რა ვადებშია შესაძლებელი ამის განხორციელება. ჩვენც ვიზიარებთ პრინციპს, რომ სანამ არ მოხდება ინფრასტრუქტურის მომზადება, რათა იყოს სერვისები პატიმრობის ნაცვლად, მანამდე დეკრიმინალიზაცია არ მოხდება",- განაცხადა ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო