იტალიაში „კოზა ნოსტრასთან“ ბრძოლის ფარგლებში 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის მერი

იტალიაში, სიცილიის აგრიჯენტოს პროვინციაში „კოზა ნოსტრასთან“ ბრძოლის ოპერაციის ფარგლებში 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის ქალაქ სან-ბიაჯო-პლატანის მერი.

პოლიციის განცხადებით, დაკავებულებს ბრალად მაფიოზური ორგანიზაციის შექმნა, ფულის გამოძალვა და ნარკოტრაფიკი ედებათ.

დაკავებულებს შორის არის ქალაქ სან-ბიაჯო-პლატანის მერი სანტო საბელა. გამოძიების მტკიცებით, სანტო საბელამ თანამდებობა „კოზა ნოსტრასთან“ კავშირების წყალობით მიიღო და მაფიასთან ათანხმებდა თავის მხარდამჭერ კანდიდატურებს 2014 წლის კომუნის არჩევნებზე, სანაცვლოდ კი მათ სახელმწიფო ტენდერებს სთავაზობდა.

ოპერაციაში ჩართული იყო 400-მდე სამართალდამცველი. მათ რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა