ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - როდესაც დაზიანებებზე ვსაუბრობ, არ ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმეს დანა დაარტყა

როდესაც დაზიანებებზე ვსაუბრობ, ეს არ ნიშნავს ცალსახად, რომ ვინმემ ვინმეს დანა დაარტყა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განუცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ ვინ დაჭრა კიდევ ორი ადამიანი ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს.

პროკურორის თქმით, იმის დასადგენად, თუ როგორ მიადგა პირს დაზიანებები, გამოძიება მიმდინარეობს.

"დაზიანება შესაძლოა, წაქცევითაც მიეღო, მაგრამ თუ რა გარემოებებში და ვითარებაში, ვის მიერ მიადგა დაზიანება კონკრეტულ პირს, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება, გამოყოფილია ამ სისხლის სამართლის საქმიდან სხვა საქმე და ობიექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ დადგინდება, თუ რა ვითარებაში მოხდა დაზიანების მიყენება. მე როდესაც დაზიანებაზე ვსაუბრობ, ეს არ ნიშნავს ცალსახად, რომ ვინმემ ვინმეს დანა დაარტყა", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო