დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ბიუროს დღეს წარედგინა, 11 კანონპროექტისგან შედგება.

კანონპროექტი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ის ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც დასაქმებული არიან სამოქალაქო და შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად.

კანონპროექტით დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა. პროექტი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს შექმნას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებს. კანონპროექტი აგრეთვე აწესრიგებს დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირებასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებასთან, დავების გადაწყვეტილებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა