ანა ნაცვლიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მაქსიმალურად გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომელსაც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით მიღებულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო აჩენს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა სწორად დაინახოს და მაქსიმალურად გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომელსაც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით მიღებულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო აჩენს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და ექსპერტული წრეების უპრეცედენტო კონსენსუსი არსებობს.

“აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს უპრეცედენტო კონსენსუსი როგორც მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, საექსპერტო წრეებში და ყველა იმ დაინტერესებულ მხარეში, რომელიც მსჯელობაშია ჩართული. ყველა ეთანხმება, რომ ეს კანონპროექტი შეიცავს ძალიან სერიოზულ რისკებს როგორც მედიამრვალფეროვნების და თავისუფალი მედიაგარემოს მიმართულებით, ასევე საფრთხის შემცველია თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომ ის დარჩეს ფინანსურად, პოლიტიკურად დამოუკიდებელ ორგანიზაციად. ამავე დროს სერიოზულ რისკებს შეიცავს ეს კანონპროექტი და აჩენს სივრცეს კორუფციისთვის და ბიუჯეტის სახსრების არასწორი, არამიზნობრივი ხარჯვისთვის. ყველა ამ არგუმენტიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა სწორად დაინახოს და მაქსიმალურად გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომელსაც პრეზიდენტის ვეტო აჩანს, რომ კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ კანონის განხილვას, სირღმისეულად გაანალიზდეს ყველა ის სერიოზული რისკი, რომელსაც ეს კანონი უქმნის მედიაგარემოს და საბოლოდ მიღებული იყოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის იქნება სწორი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს