რომან გოცირიძე - დეპუტატების ერთი ჯგუფი ჯიუტად ცდილობს საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის გათრევას

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ჯგუფი “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების ჯიუტად გატანას ცდილობს.

გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის კანონპროექტი, რომელსაც არც პრეზიდენტი, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და არც მედიორგანიზაციები მხარს არ უჭერენ.

“ამ ფონზე რატომ ხდება, რომ დეპუტატების ერთი ჯგუფი ჯიუტად ცდილობს კანონპროექტის გათრევას?! ეს არის ძალიან უცნაური! ეს ხდება ჯინაზე იმისთვის, რომ ვიღაცას ასიამოვნონ და კიდევ ერთხელ შეარცხვინონ პრეზიდენტი მარგველაშვილი - გამოიყვანონ საზოგადოების თვალში უსუსურად. ფიქრობენ არა მედიის განვითარებაზე, არამედ პრეზიდენტისადმი მორიგ შურისძიებაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მოტივირებული შენიშვნები ეხება ორ საკითხს: საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებას და ასევე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ინიციატივას, რომელიც თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების, პროგრამების შესყიდვას უკავშირდება. კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის მიხედვით, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო