საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეს დოკუმენტი გახდება ჩვენი ურთიერთობების ახალი ეტაპის ძალიან კარგი დასაწყისი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმი ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტი ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა არსებობს.

„დღეს სრულდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში. გვქონდა ძალიან საინტერსო შეხვედრები პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან, ასევე უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები. საუბარი გვქონდა პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე, ასევე განსაკუთრებით ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, სადაც გამოიკვეთა ძალიან სერიოზულ პერსპექტივა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, სავაჭრო მიმართულებით და ტურიზმის მიმართულებით. საუბარი გვქონდა, ასევე პირდაპირ ფრენებზე უზბეკეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ძალიან დიდი პერსპექტივა ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ერთად. დღეს, ჩვენ, ასევე გავაფორმეთ მემორანდუმი უზბეკეთის პარლამენტთან, რომელიც ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის. ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი გახდება ჩვენი ურთიერთობების ახალი ეტაპის ძალიან კარგი დასაწყისი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს