გიორგი ჭანტურიას და აცხადებს, რომ მის ოჯახს სამართალდამცველები უთვალთვალებენ

სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და ბრალის წაყენების გარეშე გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას დის განცხადებით, მის ძმას და ოჯახის თითოეულ წევრს სამართალდამცველები უთვალთვალებენ, რასთან დაკავშირებითაც ოჯახი აპირებს მიმართოს სახალხო დამცველს და გენერალურ ინსპექციას.

„24 საათის განმავლობაში თვალთვალი მიმდინარეობს. მარტო გიორგის კი არა, ოჯახის თითოეულ წევრზე. სამართალდამცავების მხრიდან ჩვენი ყველა ნაბიჯი კონტროლდება. როცა ვკითხე, რატომ მითვალთვალებთ და რისთვის დგახართ აქ-თქო, მაშინვე წავიდა. თვალთვალთან დაკავშირებით აუცილებლად მივმართავთ გენინსპექციას და სახალხო დამცველს“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მარიამ ჭანტურიამ.

მანვე უარყო შპს ,,ერთობის“ დირექტორის, მამუკა ცხოვრებაძის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადება, თითქოს გიორგი ჭანტურიას კონფლიქტი და დაპირისპირება ჰქონდა სამსონ ქუთათელაძესთან.

,,მამუკა ცხოვრებაძის განცხადებები არის სიცრუე. რეალურად გიორგის კი არა, ცხოვრებაძეს ჰქონდა დაპირისპირება ქუთათელაძესთან. მანამდე, სანამ გამოძიება არ დაადგენს შესაძლო დამნაშავეს, ჩვენ ამ თემაზე საერთოდ არ ვაპირებთ საუბარს, თუმცა რეალურად არსებობდა დაპირისპირება ცხოვრებაძესა და აწ გარდაცვლილს შორის“, -განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა