სოსო ოსორაულის დედა - ორი კვირის წინ კონგოში ჩემი უმცროსი შვილი გაემგზავრა, მან მითხრა, რომ კარგი ამბები ჰქონდა, თუმცა ესაუბრა თუ არა სოსოს, ჯერ არ ვიცი

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია და ის ძმას ელაპარაკა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოსო ოსორაულის დედა კატო ოსორაულმა განუცხადა, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შეუძლია, რომ ორი კვირის წინ მის მოსაძებნად კონგოში მისი კიდევ ერთი შვილი გაემგზავრა.

"ორი კვირაა, რაც ჩემი უმცროსი ბიჭი სოსოს მოსაძებნად წავიდა, რადგან სახელმწიფოსგან ვერაფერს ვიგებდით. მეც სოციალური ქსელით გავიგე, რომ გიორგის ულაპარაკია სოსოთან. სხვა არაფერი ვიცი. ერთი კვირის წინ, გიორგის ბოლოს რომ ველაპარაკე, მითხრა, კარგი ამბები მაქვსო, თუმცა კონკრეტულად არაფერი მოუყოლია. შესაბამისად, პირადად ესაუბრა თუ არა სოსოს, ჯერ არ ვიცი. ღმერთმა ქნას, ასე იყოს“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სოსო ოსორაულის დედა კატო ოსორაულმა.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სოსო ოსორაული ცოცხალია და ის ტელეფონით ძმას ელაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული ტყვეობაში გასული წლის 27 იანვარს ჩავარდა და ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.

ცოცხალია თუ არა კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი? - სოსო ოსორაულის დედის კომენტარი და ძმის საძებნელად წასული მეორე შვილი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს