გარდაცვლილი მუშების ახლობლები ბათუმში, სადაზღვეო კომპანია "უნისონთან" აქციას მართავენ

სასტუმრო "ეუფორიის" მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშების ახლობლები ბათუმში, სადაზღვეო კომპანია "უნისონთან" აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მუშებს სადაზღვეო პოლისები ჰქონდათ, თუმცა კომპანია "უნისონი" ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებს. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი მუშების ოჯახებს 100 ათასი დოლარი უნდა გადაეცეს. აქციის მონაწილეების თქმით, სადაზღვეო კომპანია, გარდაცვლილთა ახლობლებს თანხის ასანაზღაურებლად კომპანია "მეტრო ბეტონში" ამისამართებს, რომელიც უშუალოდ მშენებლობას აწარმოებს.

"მოსახლეობა დამცირებულად გრძნობს თავს. ტრაგედია მოხდა და სადაზღვეო კომპანიამ თანხა უნდა აუნაზღაუროს. რატომ არ არსულებენ ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას? ჩვენ რამდენიმე დღეს ვაძლევთ იმისთვის, რომ თანხა ჩაურიცხონ ოჯახებს",- აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

ამასთან, სადაზღვეო კომპანია"უნისონი" პასუხისმგებლობას მშენებარე კომპანია "მეტრო ბეტონს" აკიარებს. მათი განცხადებით, მშენებარე კომპანიამ თანხა დროულად არ ჩარიცხა და სახელშეკრულებო პირობები დაარღვია, რის გამოც სადაზღვეო კომპანია "უნისონსა" და "მეტრო ბეტონს" შორის თანამშრომლობა შეწყდა. სადაზღვეო კომპანია დაზარალებულ ოჯახებს სასამართლოსთვის მიმართვისკენ მოუწოდებს.

2017 წლის 8 სექტემბერს, სასტუმრო "ეუფორიის" მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობისას ორი მუშა დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო