დავების საბჭოს წევრის არჩევნები 29 იანვარს გაიმართება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, 29 იანვარს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ექვსი წევრით და მის შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპით შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

შერჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. შერჩევის მონაწილეები ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ მათთვის მისაღებ დავების განხილვის საბჭოს წევრს, რომელიც აირჩევა 1 წლის ვადით.

არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

საბჭოს წევრად ინიშნება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელსაც აირჩევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1RZ3bJlbqrK0PVBaSLkZbhanA9m5ujUIiE6vTmKrs2_8/viewform?c=0&w;=1

არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - მინდობილობა.

რას შეეხება საბჭოს წევრის საქმიანობას, საბჭოს წევრი მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში. იგი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს შინაგანი რწმენით და მოქმედებს დამოუკიდებლად, მათ შორის წარმომდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისგან.

”საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს. საბჭოს წევრის საბჭოს სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება კვირის განმავლობაში 4-5-ჯერ. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

რაც შეეხება შერჩევის ჩატარების ადგილს, არასამთვრობო ორგანიზაციებს არჩევნებისათვის შესაბამისი ფართით და სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა