მოსამართლე - გავითვალისწინე, რომ გიორგი გიორგანაშვილი არ იყო ნასამართლევი და მას მინიმალური სასჯელი განესაზღვრა

მოსამართლე შორენა გუნცაძის განმარტებით, სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული მტკიცებულები.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, სასამართლომ გაითვალისწინა ასევე ის, რომ გიორგი გიორგანაშვილი არ არის ნასამართლევი. სწორედ აქედან გამომდინარე, შორენა გუნცაძის განცხადებით, მას აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი განუსაზღვრა.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებით შეძენა-შენახვაში. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აღნიშნავს, რომ მას ნარკოტიკული საშუალებები „ჩაუდეს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო